ტაბელური შეიარაღება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ტაბელური შეიარაღება - შეიარაღება, რომელიც გათვალისწინებულია სამხედრო ნაწილის შტატის ტაბელით (ნომენკლატურულრაოდენობრივი ჩამონათვალი). ტაბელში მითითებულია თითოეული სახეობის იარაღის დასახელება და რაოდენობა პირადი შემადგენლობის საშტატო დანიშნულების შესაბამისად; ასევე – საშუალებები, რომლებიც აუცილებელია ამ იარაღის გამოსაყენებლად საბრძოლო მოქმედებების, მისი მომსახურების და საბრძოლო მომზადების უზრუნველყოფის დროს. იარაღის გასახარჯი საშუალებების (საბრძოლო მასალები, საწვავი და სხვა) რაოდენობის დადგენა ხდება შესაბამისი ნორმატიული დოკუმენტების გათვალისწინებით.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები