ტაივანი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ჩინეთის რესპუბლიკა) ტაივანის დროშა

ტაივანი - (Taiwan - ჩინეთის რესპუბლიკა), სახელმწიფო აზიის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე იმავე დასახელების კუნძულზე.

ფართობი - 36 ათ. კმ2.

მოსახლეობა - 23 მლნ. კაცი (2012).

ოფიციალური ენა – ჩინური.

დედაქალაქი - ქ. ტაიბეი.

ტაივანის მთავრობის მეთაურია პრეზიდენტი. საკანონმდებლო უფლებამოსილება აქვს ეროვნულ კრებას და საკანონმდებლო იუანს (ორგანო), აღმასრულებელი – იუანის მთავრობას.

ჩინეთის რესპუბლიკა ტაივანს თვლის თავის ერთ-ერთ პროვინციად და გამოცხადებული აქვს მასთან გაერთიანების კურსი შემდეგი პრინციპის საფუძველზე – „ერთი სახელმწიფო – ორი სისტემა“.

ტაივან წარმოადგენს აღმოსავლეთ აზიის ერთ-ერთ ყველაზე განვითარებულ სახელმწიფოს დინამიკურად მზარდი ეკონომიკით,ამ რეგიონის უმსხვილეს ინვესტორს.

მთავარი საზღვაო პორტებია: გაოსიუნი, სუაო, ცზილუნი, ხუალიანი.

საერთაშორისო აეროპორტი - ტაიბეი.

შეიარაღებული ძალები საერთო შემადგენლობით 290 ათ. კაცი (2012), სახმელეთო ჯარები 200 ათ., სამხედრო-საჰაერო 50 ათ. და სამხედრო-საზღვაო 40 ათ. დაკომპლექტება ხორციელდება გაწვევით.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები