ტანკსაწინააღმდეგო რაიონი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ტანკსაწინააღმდეგო რაიონი - საინჟინრო თვალსაზრისით მოწყობილი ადგილმდებარეობის მონაკვეთი, რომელიც დაკავებულია გამანადგურებელ-ტანკსაწინააღმდეგო ან საზარბაზნე არტილერიის ნაწილებით (ქვედანაყოფებით), სხვა ტანკსაწინააღმდეგო საშუალებებით, რომლებსაც აქვთ ცეცხლის საერთო სისტემა და ერთიანი მართვა; II მსოფლიო ომის წლებში ტანკსაწინააღმდეგო თავდაცვის ერთ-ერთი ელემენტი.

ტანკსაწინააღმდეგო რაიონი იქმნებოდა მსროლელთა პოლკებში, დივიზიებში, კორპუსებსა და არმიებში. ამ რაიონებში შედიოდა არტილერიის რამდენიმე დანაყოფი ბატარეიდან მაქსიმუმ პოლკამდე, ბრიგადამდე, ხოლო ზოგჯერ ტანკები, თვითმავალი საარტილერიო დანადგარები, ცეცხლსატყორცნების, მეტყვიამფრქვევეთა და მესანგრეთა ქვედანაყოფები. ტანკსაწინააღმდეგო რაიონის სიდიდე შეადგენდა ფრონტზე 1 კმ-დან 4-6 კმ-მდე და 2-3 კმ-მდე სიღრმეში.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები