ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსი - სპეციალური დანიშნულების სარაკეტო კომპლექსის სახეობა პირდაპირი დამიზნებით მოწინააღმდეგის ჯავშნიანი მიზნების დაზიანებისთვის.

ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსის ძირითადი შემადგენლობაა: გამშვები დანადგარი (სატრანსპორტო-გამშვები დანადგარი) გამიზვნის აპარატურით, ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტა და საკონტროლო-შესამოწმებელი აპარატურა.

ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსი არის: ხელით გამიზვნის (კომანდების გაცემა სადენებით ან რადიოთი), ნახევრად ავტომატური (საკმარისია, რომ ოპერატორმა რაკეტის ფრენის დროს კორის მარკა მიზანს არ მოაშოროს) და ავტომატური (ოპერატორი მხოლოდ წინასწარ გამიზვნას და რაკეტის გაშვებას ახორციელებს), გადასატანი, თვითმავალი და ვერტმფრენის. პირველ ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსად გერმანული „Rotkappchen” (1945) ითვლება.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები