ტაოს ერისთავი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ტაოს ერისთავი - XI ს-ის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც ბაგრატ III-მ (975-1014) ფანასკერტის ციხეში მიიწვია და პატიმარჰყო „კლარჯნი ჴელმწიფენი“, ტაო სამეფო დომენი ჩანს. დ. ბერძენიშვილის აზრით, ბაგრატ IV-ის (1027-1072) თანამედროვე ვაჩე კარიჭის-ძე, შესაძლოა, ტაოს ერისთავი ყოფილიყო, მაგრამ ასევე შესაძლებელია, რომ იგი მხოლოდ ადგილობრივი მემამულე აზნაური იყო (მ. ბახტაძე).

სამეცნიერო ლიტერატურაში ასევე კამათის საგანია, იყო თუ არა ტაოს ერისთავი თამარის თანამედროვე გუზან ტაოსკარელი, რადგან არც ერთ ეპიზოდში არ იხსენიება იგი ეერისთავად. გიორგი რუსის აჯანყების დროს გუზანი ჯერ მეფეს განუდგა, შემდეგ კი შაჰ არმენისათვის დააპირა ტაოს ქვეყნის „გატანა“. გუზანის წინააღმდეგ ბრძოლაში თავი გამოიჩინა ზაქარია ასპანისძე ფანასკერტელმა, რომლის თავდადებას „პატრონმა“ (თამარმა) წყალობით უპასუხა და ერისთავად განაჩინა (ამ ტიტულით მოიხსენიება იგი 1210 წ.) სავარაუდოდ, სწორედ ამ დროს, XII ს-ის 90-იან წლებში, წარმოიქმნა ტაოს საერისთავო ცენტრით ფანასკერტში. თავდაპირველად იგი მოიცავდა ტაო-შავშეთ-კლარჯეთის მიწა-წყალს სპერამდე. თამარის დროსვე ტაოს სერისთავოს შემატებია ჭოროხის ხეობის სასაზღვრო კანტონებიც. ტაოს ერისთავი თაყა ფანასკერტელი, შთამომავალი ზაქარია ასპანისძისა, იხსენიება ჟამთააღმწერელთან. იგია თანამედროვე ბექა მანდატურთუხუცესისა (XIII-XIV სს-ის მიჯნა), რომლის ხელში მოექცა მიწა-წყალი „ტასისკარითგან ვიდრე სპერამდე და ზღვამდე, და უმრავლესი ტაო“. თანდათანობით, ჯაყელთა გაძლიერების კვალობაზე, ტაოს ერისთავი ფანასკერტელების საგამგეო მამული მცირდება - ისინი შავშეთ-სპერს კარგავენ. ნიშანდობლივია, რომ 1306 წ. აზატ მოსეს შემოსევის დროს ტაოს ერისთავი თაყა ფანასკერტელი თავისი შემცირებული ლაშქრით მარტო შეება მტერს თორთუმის ციხესთნ, რადგან იგი ჯერ კიდევ საქართველოს მეფის საერისთავო ციხედ ითვლებოდა. როგორც ჩანს, ამ თაყას შვილიშვილი იყო ის თაყაც, რომლის მეომრებმა, თორთუმის ციხეში გამაგრებულებმა, მედგარი წინააღმდეგობა გაუწიეს თემურ-ლენგის ლაშქარს (1401), მაშინ, როდესაც სამცხის ათაბაგი თემურ ლენგს გაურიგდა. მტერმა ციხე აიღო და ძირფესვიანად დაანგრია. თემურ ლენგის ისტორიკოსის სიტყვით, ამის შემდეგ იმ ადგილების მბრძანებელი თაყა „მისი უდიდებულესობის ფეხზე საკოცნელად მოვიდა“. ცხადია, ეს თაყა ფანასკერტელი ტაოს ერისთავი იყო, რომელმაც საქართველოს მეფის ერთგულება ბოლომდე შეინაჩუნა.


ტაოს ერისთავები

ფანასკერტელი ზაზა


წყაროები და ლიტერატურა

წყარო

ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები