ორბელი ტარსაიჭ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ტარსაიჭ ორბელი-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ტარსაიჭ ორბელიათაბაგი 1284-1289 წწ-ში. ტარსაიჭ ორბელი იყო შთამომავალი გიორგის III-ის წინააღმდეგ ამბოხებული ორბელებისა, რომლებიც მონღოლთა ბატონობის პერიოდში საქართველოში დაბრუნდნენ და რეაბილიტაცია მიიღეს. მათი უმთავრესი მიზანი იყო ორბელთა ძველი სამფლობელობის დაბრუნება, რომლებიც იმჟამად მხარგრძელ ათაბაგთა სახლის („ავაგის სახლი“) საკუთრება იყო. ამიტომ იბრძოდნენ ორბელები ათბაგის სახელოს მოსაპოვებლად. ყველაზე ახლო ამ მიზანთან იყო ტარსაიჭის მამა სუმბატ ორბელი (გარდ. 1273 წ.), მაგრამ მთელ რიგ გარემოებათა გამო მას სადუნ მანკაბერდელმა სძლია. სადუნ მანკაბერდელის ნების საწინააღმდეგოდ ტარსაიჭ ორბელისა და შანშე (I) მხარგრძელის ძის, მანდატურთუხუცეს ივანე (II) მხარგრძელის მეცადინეობით ილხანებმა მეფობა 12 წლის დემეტრე II-ს დაუმტკიცეს. სადუნ მანკარბერდელის გარდაცვალების შემდეგ (1281 წ.) დემეტრე II შეეცადა ერთმანეთისაგან დაეცილებინა ათაბაგობა და ამირსპასალარობა. ათბაგობა მიანიჭა თავის გამზრდელსა და დიდ მოამგეს, ტარსაიჭ ორბელს, ხოლო სადუნ მანკარბერდელის ძეს, ხუტლუბუღას – მხოლოდ ამირსპასალარობა.

ტარსაიჭ ორბელი 1284 წლიდან ჩანს ათაბაგად. სტეფანოზ ორბელიანის თანახმად, დემეტრე II-ს იგი თითქოს მხოლოდ საკუთარი სამფლობელოების ათბაგად დაუნიშნავს თბილისიდან ანისამდე და კარამდე, რისთვისაც მას სომხეთის ათბაგს უწოდებს. ამ ცნობამ მკვლევართა შორის აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია – იყო ტასაიჭ ორბელი საქართველოს ათაბაგი (ბერძენიშვილი), თუ მხოლოდ ჩრდილო სომხეთის მიწებისა (ივ. სურგულაძე, რ. კიკნაძე). სტეფანოზ ორბელიანთან დაცულია ცნობა, რომ ტარსაიჭს ჩრდილო სომხეთის მიწებთან ერთად აღსაზრდელად მიაბარეს მეფის შვილები: დავითი და მანოელი, რაც მიანიშნებს, რომ სამეფო კარის ათბაგობასა და სომხური მიწების ათბაგობას შორის ამ დროს არავითარი წინააღმდეგობა არ იგულისხმება (ი. ანთელავა).


წყაროები და ლიტერატურაა

  • სტეფანოს ორბელიანი 1978: 104;
  • ჟამთააღმწერელი 1959: 302;
  • სურგულაძე 1965: 39-50; 93, 104, 269;
  • ბერძენიშვილი 1966ა: 110-113;
  • Кикнадзе 1980: 157;
  • ანთელავა 1983: 136.


წყარო

ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები