ტაქტიკა (სამხედრო ტერმინი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ტაქტიკა - (ბერძნული taktike – ჯარების დაწყობის ტაქტიკა), სამხედრო ხელოვნების შემადგენელი ნაწილი. მოიცავს სხვადასხვა სახეობის შეიარაღებული ძალების, ჯარების (ძალების) გვარეობების და სპეციალური ჯარების ქვედანაყოფების, ნაწილების (ხომალდების) და შენაერთების მიერ ბრძოლის მომზადების, წარმოების თეორიასა და პრაქტიკას.

ტაქტიკის თეორია იკვლევს ბრძოლის კანონზომიერებას, ხასიათს და შინაარსს; შეიმუშავებს მისი მომზადების და წარმოების ხერხებს. ტაქტიკის პრაქტიკა მოიცავს მეთაურების, შტაბების და ჯარების (ძალების) საქმიანობას ბრძოლის მომზადების და წარმოებისათვის. მასში შედის:

  • ვითარების მონაცემების მუდმივი შესწავლა;
  • გადაწყვეტილების მიღება;
  • ხელქვეითებისათვის ამოცანების დასახვა და ურთიერთქმედების ორგანიზაცია;
  • ბრძოლის დაგეგმვა და ჯარების (ძალების) მომზადება საბრძოლო ამოცანის შესრულებისათვის;
  • ბრძოლის წარმოება და ქვედანაყოფების და ნაწილების მართვა;
  • საბრძოლო მოქმედების ყოველმხრივი უზრუნველყოფა.

ტაქტიკის განვითარებაზე გამუდმებით ახდენს გავლენას შეიარაღების და ჯარების პირადი შემადგენლობის ხარისხის შეცვლა. ტაქტიკა დიალექტიკურ კავშირშია ოპერატიულ ხელოვნებასა და სტრატეგიასთან, რომლის დებულებებითაც იგიხელმძღვანელობს.

ტაქტიკა წარმოიშვა შეიარაღებული ძალების გაჩენასთან ერთად. მისი განვითარება ძველი წელთაღრიცხვის VI-V საუკუნეებიდან XX საუკუნის დამდეგამდე, ფაქტობრივად, ასახავდა სახმელეთო ჯარების და სამხედრო-საზღვაო ფლოტის განვითარებას; შეიარაღებული ძალების ახალი სახეობების, ჯარების გვარეობებისა და სპეციალური ჯარების გაჩენის შემდეგ შემუშავდა თითოეული მათგანის ტაქტიკა.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები