ტაქტიკური ავიაცია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ტაქტიკური ავიაცია - ავიაციის სახეობა მრავალი სახელმწიფოს სამხედრო-საჰაერო ძალებში. განკუთვნილია ტაქტიკური (ოპერატიულ-ტაქტიკური) ამოცანების გადასაწყვეტად სახმელეთო ჯარებთან და სამხედრო-საზღვაო ძალებთან ურთიერთქმედებით ან დამოუკიდებლად.

ტაქტიკური ავიაცია შეადგენს ჯარების (ძალების) დაჯგუფებების საბრძოლო ძლიერების უმნიშვნელოვანეს კომპონენტს, არის საჰაერო მოწინააღმდეგესთან ბრძოლის, საჰაერო დაზვერვის წარმოების, რადიოელექტრონული ბრძოლის ძირითადი საშუალება და სხვა.

ტაქტიკური ავიაციის შეიარაღებაშია მრავალმიზნობრივი ტაქტიკური გამანადგურებლები, გამანადგურებელ-ბომბდამშენები, მოიერიშეები, ტაქტიკური მზვერავები, რადიოელექტრონული ბრძოლის თვითმფრინავები.

ტაქტიკური ავიაციის ფორმირებები ორგანიზაციულად გაერთიანებული არიან ტაქტიკურ საავიაციო სარდლობაში. ნატოს წევრი ქვეყნების ტაქტიკური ავიაციის ნაწილი შეყვანილია გაერთიანებულ ტაქტიკური ავიაციის სარდლობებში, რომლებიც ევროპაში შეიქმნა. მისი ძირითადი ორგანიზაციული ერთეულია საავიაციო ფრთა, ესკადრა და სხვა.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები