ტაშტი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ტაშტი − საყოფაცხოვრებო ჭურჭლის ტიპი, რომელიც სპილენძის სქელი ფირფიტისაგან იჭედებოდა და რამდენიმე ნაჭრისაგან იყო შეკერილი. იგი ღრმა იყო და სწორი, ოდნავ გადაშლილი კედლები და მრგვალი პირი ჰქონდა.

სპილენძის ტაშტი ზომის მიხედვით იყო: დიდი, საშუალო და პატარა. დანიშნულების მიხედვით კი, როგორც ხელსაბანს, ფეხისაბანს, ტანისაბანს, ანუ სააბანოეს, თავსაბანს, ისე მოიხმარდენენ, ასევე, იგი სარეცხისათვის, ცომისათვის და სამურაბედაც გამოიყენებოდა. თედო სახოკია: „ჭამის წინ მსახურს შემოაქვს მეტად თავისებური ტასტი, რომელშიაც საწურსავით დაცხრილული სპილენძის ხუფი თავდაყირაა ჩამხობილი, რომ ტასტში ჩასულ წყლის წინწკლები ზევით არ ამოვიდეს და სტუმარს არ მოხვდეს”.




ლიტერატურა

სახოკია, 1985:266; ქართული მატერიალური კულტურის... 2011.

წყარო

ქართველი ხალხის ეთნოლოგიური ლექსიკონი აჭარა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები