ტაძრეული

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ტაძრეული (ტაძრობილი) - მეფის ან მთავრის კარის არათავისუფალი მსახურეული პირი, „შინაური პირი” ძველ საქართველოში. ფეოდალიზაციის პროცესში ტაძრეულთა რიგებს შეემატნენ არისტოკრატიის წრის წარმომადგენლები.

XI-XV საუკუნეებში ტაძრეულები ეჯიბის ხელქვეითები იყვნენ. ტაძრეულები შეადგენდნენ მუდმივ ჯარს მეფის კარზე და წარმოადგენდნენ მეფის ძირითად სამხედრო დასაყრდენს. ტაძრეულსაგან შედგებოდა მეფის პირადი თანმხლები რაზმი. მაგალითად, 1110 წელს დავით აღმაშენებელს თრიალეთში სელჩუკებთან ბრძოლის დროს 1500 ტაძრეული ახლდა. ტერმინი მომდინარეობს ძველი ქართული სიტყვისგან „ტაძარი”, რაც ამ შემთხვევაში ნიშნავს „რეზიდენციას”, „სასახლეს”.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები