ტენილი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ტენილი

ტენილი - სამცხე-ჯავახეთში გავრცელებული ყველის ეს სახეობა, გვხვდება მხოლოდ ამ რეგიონში. ითვლება საოჯახო წარმოების ყველად და ერთგვარ დელიკატესადაც კი, საუკეთესო თვისებებისა და გემოს გამო.

ყველი მზადდება მესხეთ-ჯავახეთის რეგიონში ცხვრის რძისგან (ივლის-აგვისტოში), ხოლო დმანისის რაიონში ძროხის რძისგან იმ პერიოდში, როდესაც რძე მაღალცხიმიანია (ლაქტაციის ბოლო პერიოდში);

ტენილი მნიშვნელოვნად განსხვავდება სხვა ადგილობრივი წარმოების ყველისაგან, როგორც დამუშავების ტექნოლოგიით, ისე გარეგანი შესახედაობით, გემოთი, სუნით, კონცენტრაციითა და სხვა თვისებებით. იგი გამოირჩევა პიკანტური გემოთი და არომატით;

ტენილის შენახვა და მომწიფება ხდება სპეციალურ ხის ქოთნებში, გარკვეული ტექნოლოგიური პროცესების გავლის შემდეგ მიღებული ყველის მასას ამოავლებენ გამდნარ ცხიმში და ტენიან ქილაში, რომელსაც თავზე აფარებენ ტილოს და ასეთი სახით 2 დღით აწყობენ ცივად (10-11 გრადუს ცელსიუსზე). აცლიან ზედმეტ ტენს და სტერილურად ინახავენ. ჭურჭელს ხსნიან გაზაფხულზე. ყველს აქვს არაჩვეულებრივი გემო და არომატი. იგი დღემდე მხოლოდ გლეხური წესით მზადდება.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები