ტერიტორიული სარდლობა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ტერიტორიული სარდლობა - გერმანიის ტერიტორიული ჯარების მართვის სისტემის მთავარი რგოლი. 1969 წელს ჩამოყალიბდა სამი ტერიტორიული სარდლობა: „ჩრდილოეთი”, „სამხრეთი” და „შლეზვიგ-ჰოლშტაინის” მხარისა, რომლებიც ექვემდებარება ბუნდესვერის სახმელეთო ჯარების ინსპექტორს (სარდალს).

ტერიტორიული სარდლობების პასუხისმგებლობის ზონა მოიცავს 1-3 სამხედრო ოლქის ტერიტორიას და შეესაბამება ნატოს გაერთიანებული შეიარაღებული ძალების ოპერატიული სარდლობის საოპერაციო ზონას ევროპის ჩრდილო-დასავლეთ და ცენტრალურ საომარი მოქმედებების თეატრებზე. მშვიდობიანობის დროს ტერიტორიული სარდლობები ახორციელებენ ტერიტორიული ჯარების ზოგად ხელმძღვანელობას და მათ მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას. ომიანობის დროს – ტერიტორიული ჯარების მობილიზაციას, სახმელეთო ჯარების ლოგისტიკის უზრუნველყოფას, სამხედრო ობიექტების დაცვას ზურგში და კომუნიკაციების აღდგენას, სამოქალაქო თავდაცვის ღონისძიებებს და სხვა.




წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები