ტერ-ფარსეგოვა-მახვილაძისა ელეონორა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ტერ-ფარსეგოვა-მახვილაძისა ელეონორა

ტერ-ფარსეგოვა-მახვილაძისა ელეონორა მიხეილის ასული (18.VII.1875, თბილისი - ?). პოლიტიკური მოღვაწე, სოციალ-დემოკრატი.

სარჩევი

ბიოგრაფია

სწავლობდა თბილისის ქალთა გიმნაზიის კურსებზე. მეუღლესთან, ვლადიმერ მახვილაძესთან, ერთად დასახლდა სოხუმში, დაიწყო კერძო სკოლის მასწავლებლად მუშაობა და ჩაება სოციალ-დემოკრატიული პარტიის ბათუმის კომიტეტის სოხუმის ჯგუფის საქმიანობაში. ჯგუფმა 1905 წლის ნოემბერ-დეკემბერში ხელში ჩაიგდო ქ. სოხუმის მმართველობა, ჩამოაყალიბა სახალხო მილიცია, ბოიკოტი გამოუცხადა სოხუმის თვითმმართველობას, ხმოსნები აიძულა გადადგომის განცხადებით მიემართათ ქუთაისის გუბერნატორ სტაროსელსკისთვის და დაიწყო საყოველთაო არჩევნებით ახალი თვითმმართველობის ასარჩევად მზადება. 1908-1917 წლებში ე. მახვილაძე ოთხჯერ იყო დაპატიმრებული.

1919 წლის მარტში აირჩიეს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად, იყო შრომის და სახალხო ჯანმრთელობის კომისიების წევრი. იყო არაერთი საკანონმდებლო ინიციატივის ავტორი. აქვეყნებდა წერილებს გაზეთ „ერთობაში“.

საქართველოს ბოლშევიკური ოკუპაციის შემდგომ ჩაება ანტისაბჭოთა არალეგალურ საქმიანობაში. 1922 წლის 13 თებერვალს ჩეკამ დააპატიმრა ძმასთან - კონსტანტინე ტერ-ფარსეგოვთან ერთად. ოთხთვიანი პატიმრობის შემდეგ, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, გაათავისუფლეს მეტეხის ციხიდან. 1924 წლის აჯანყების დამარცხების შემდგომ ე. მახვილაძე აქტიურად მონაწილეობდა სოციალ-დემოკრატიული პარტიის არალეგალური ორგანიზაციების აღდგენის პროცესში. 1925 წელს აირჩიეს სოციალ-დემოკრატი-ული პარტიის არალეგალური ცეკას შემადგენლობაში. 1926 წელს დააპატიმრა ჩეკამ და გაასახლა ამიერკავკასიიდან. 30-იან წლებში დაბრუნდა გადასახლებიდან და ეწეოდა კერძო პედაგოგიურ პრაქტიკას.

ბონდო კუპატაძე

ლიტერატურა

  • ნ. კირთაძე, „კაენ, სად არის ძმა შენი?!“, თბ., 1998;
  • ქალები წარსულიდან, თბ., 2015;
  • დაკარგული ისტორია-მეხსიერება რეპრესირებული ქალების შესახებ, SOVLAB, თბ., 2012.

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

იხილე აგრეთვე

ლოლა ტერ-ფარსეგოვა-მახვილაძე

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები