ტოროტაძე ერასტი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ტოროტაძე ერასტი ილარიონის ძე (1886, ქუთაისის მაზრ. - ?) - სოციალისტ-ფედერალისტი. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს (პარლამენტის) წევრი.


ელემენტარული განათლება ოჯახში მიიღო. წლების განმავლობაში მუშაობდა ასოთამწყობად სხვადასხვა ქართულ სტამბაში. ადრეული ასაკიდან შეუერთდა სოციალისტ-ფედერალისტთა სარევოლუციო პარტიას. ერასტი ტოროტაძეს ფსევდონიმით, მუშათა პრობლემების შესახებ წერილებს აქვეყნებდა პარტიულ პრესაში. 1907 წლიდან იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი.

1918 წელს საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიამ დაასახელა საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრად. იყო ეროვნული საბჭოს მუშათა საკითხების კომისიის წევრი. დამოუკიდებლობის პერიოდში აქტიურ საქმიანობას ეწეოდა პროფკავშირების ცენტრალურ საბჭოში. აქვეყნებდა სტატიებს გაზეთ „სახალხო საქმეში“ .

სხვა ბიოგრაფიული მონაცემები არ იძებნება.

ირაკლი ირემაძე

ლიტერატურა

  • სცსა, ფ. 1836, აღწ. 1, საქ. 109, 119, 127;
  • გაზ. „ერთობა“, 1920, №173.

იხილე აგრეთვე

ბიოგრაფიული ლექსიკონი

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები