ტოტიკაშვილი ამირან

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ამირან ტოტიკაშვილი

ამირან ტოტიკაშვილი — (დ. 21 ივლისი, 1969, მარტყოფი, გარდაბნის რაიონი), ქართველი ძიუდოისტი (60კგ). 1988 წლის სეულის XXIV ოლიმპიური თამაშების ­ ბრინჯაოს პრიზიორი. სსრკ­-ის ორგზის ჩემპიონი (1988, 89). სსრკ­ის ხალხთა X სპარტაკიადის ბრინჯაოს პრიზიორი (1991). „კეთილი ნების თამაშების“ (1990) ჩემპიონი. ორჯერ იყო ევროპის ჩემპიონი (1988, 89) და ბრინჯაოს პრიზიორი (1990). მსოფლიოს ჩემპიონი (1989). მსოფლიოს ჩემპიონი სტუდენტებს შორის (1989). თბილისის საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული (1990). სსრკ-­ის სპორტის დამსახურებული ოსტატი. საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი (2009­ 10). მისი ხელმძღვანელობით საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 2010 წელს ევროპის გუნდური ჩემპიონატი მოიგო. საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი, ღირსების ორდენის კავალერი.

1988 წლის ოლიმპიური თამაშები

60 კგ, 36 მონაწილე
1. კიმ ჯეი­იუპი (სამხრეთ კორეა)
2. კევინ ასანო (აშშ)
3. ამირან ტოტიკაშვილი (სსრკ)
3. სინძი ჰოსოკავა (იაპონია)
I წრე ­ ქულებით (კოკა) წააგო მომავალ ჩემპიონ კიმ ჯეი­იუპთან (სამხრეთ კორეა); II წრე ­ იპონით (0,17) დაამარცხა მოჰამედშის მადჰარი (სურინამი); III წრე ­ წმინდად (1,57) მოუგო სერჯიო პესოას (ბრაზილია); IV წრე ქულებით (იუკო) სძლია ჰელმუტ დიტცს (გფრ); V წრე ­ ქულებით (იუკო) მოუგო პატრიკ რუქსს (საფრანგეთი).

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები