ტრიუმფი (ატმის ჯიში)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ტრიუმფი

ტრიუმფი - (Triumph) ამერიკული ატმის ჯიშია. საქართველოს რაიონებში შემოტანილი იყო ჯერ კიდევ მსოფლიო ომის წინ, ნაკლებად გავრცელებულია, გვხვდება მხოლოდ ცალკე ხეების სახით.

ჯიში ღირსშესანიშნავია, როგორც ყვითელხორცა, საშუალო სეზონის კარგი გემოს ატმის ჯიში. საინტერესოა აგრეთვე, როგორც მასალა სელექციისათვის, რადგანაც ნაყოფს ძალიან პატარა კურკა ახასიათებს. გორის რაიონში ნაყოფი მწიფდება ივლისის ბოლო რიცხვებში ან აგვისტოს დასაწყისში.

ხე ყინვის საკმაო გამძლეობით ხასიათდება. ტრიუმფის ნაკლია ნაყოფის სიწვრილე.

ხე ხასიათდება განიერ–პირამიდული ზრდით, საშუალო დატოტვით, უხვი შეფოთვლით. ფოთოლი განიერ–ლანცეტისებრია, მოყვითალო–მწვანე ფერის. ფოთლის ყუნწზე აქვს 2 მომრგვალო ჯირკვალი. ყვავილი ხასიათდება მოკლე მოწითალო გვირგვინის ფურცლებით. ყვავილობის პერიოდი საშუალოა.

ნაყოფი წვრილი ან საშუალო სიმსხოსია (5,0X4,9X4,8 სმ – 4,3X4,0X4,0 სმ). მრგვალი, ღარი არ ემჩნევა, მის მაგიერ მუქი ზოლი სერავს ნაყოფს. ყუნწის ღრუ ღრმაა და განიერი, ნაყოფი ბოლოვდება ღრუთი. ნაყოფის ყუნწი კარგად არის მიმაგრებული ნაყოფზე.

ნაყოფის კანი საშუალო სიმკვრივისაა, თხელი, ყვითელი ფერის, რომელიც ემჩნევა მხოლოდ დაჩრდილულ ადგილებზე, დანარჩენი ნაწილი მუქ წითლადაა შეფერილი. ძლიერ შებუსვილია, ბუსუსი აქვს გრძელი მოყვითალო ფერის.

ნაყოფის ხორცი ყვითელი ფერისაა, კურკასთან არ არის შეფერილი, საშუალო სიმკვრივისაა, ძარღვიანია, კურკას არ სცილდება. კურკა ძალიან პატარაა (2X1,2 სმ). და ნაყოფის წონის 2,5–3,5–ს უდრის.



წყარო

საქართველოს კულტურული ფლორის ატლასი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები