ტუნიკა (თეატრალური საცეკვაო სამოსი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ტუნიკა – თეატრალურ საცეკვაო ტანსაცმელი მეტწილად ქალთა. წარმოიშვა უძველესი ეპოქის ძველბერძნული ტანსაცმლის – ხიტონისა და მისი ვარიანტებისაგან და უფრო გვიანდელი რომაული ტუნიკისაგან (ჩვენს წ. აღრიცხვამდე III საუკუნის დასაწყისი). XVIII საუკუნის დასასრულს, ხელოვნებასა და ყოფაში ანტიკური მოტივების პოპულარიზაციასთან დაკავშირებით, ანტიკვარიზებულ თეატრალურ კოსტიუმებთან ერთად წარმოიშვა მისი მსგავსი საცეკვაო ტანსაცმელიც, რომელიც ფორმით ტუნიკას მოგვაგონებდა. თუმცა, XIX საუკუნის 30-იანი წლებიდან გაბატონდა რომანტიკული ბალეტის ტანსაცმელი ტიუნიკი (და არა ტუნიკა), რომელიც თანდათანობით თანამედროვე საბალეტო ტანისამოსად იქცა.


წყარო

ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები