ტუნისი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ტუნისის დროშა

ტუნისი - (Tunisia - ტუნისის რესპუბლიკა), სახელმწიფო ჩრდილოეთ აფრიკაში. ჩრდილოეთით და ჩრდილო-აღმოსავლეთით ესაზღვრება ხმელთაშუა ზღვა.

ფართობი - 163,6 ათ. კმ2.

მოსახლეობა – 10,3 მლნ. კაცი (2012).

ოფიციალური ენა – არაბული.

დედაქალაქი - ქ. ტუნისი.

ადმინისტრაციულად იყოფა 24 გუბერნიად.

სახელმწიფოს მეთაურია პრეზიდენტი, საკანონმდებლო ძალაუფლება აქვს დეპუტატთა პალატას (ერთპალატიანი პარლამენტი), აღმასრულებელი – პრეზიდენტს და მთავრობას.

თანამედროვე ტუნისმა დამოუკიდებლობა მოიპოვა 1956 წელს.

ტუნისი აგრარული ქვეყანაა შედარებით განვითარებული ეკონომიკით. წარმოებს ნავთობის, გაზის და ფოსფორიტების მოპოვება. განვითარებულია კვების, მსუბუქი, ქიმიური, ელექტროტექნიკური მრეწველობა. სოფლის მეურნეობა 80%-ით უზრუნველყოფს ქვეყნის მოსახლეობის მოთხოვნილებას. მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს საერთაშორისო ტურიზმს.

საზღვაო პორტებია: ბიზერტა, სფაქსი, ტუნისი, გაბესი, სუსი, ჯარჯისი.

საერთაშორისო აეროპორტი - კარტაჟი (ტუნისი).

შეიარაღებული ძალები საერთო შემადგენლობით 35,8 ათ. კაცი (2012), სახმელეთო ჯარები 27 ათ., სამხედრო-საჰაერო 4 ათ. და სამხედრო-საზღვაო 4,8 ათ.. დაკომპლექტება ხორციალდება გაწვევით.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები