ტუღუში გიორგი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გიორგი ტუღუში

გიორგი ტუღუში – დაიბადა 1977 წლის 26 მარტს ქ. თბილისში. — იურისტი, პოლიტიკოსი.

განათლებათბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და ურთიერთობების ფაკულტეტი, სამართალმცოდნის კვალიფიკაცია (1999); ქართულ-ამერიკული სახელმწიფო მართვის (GIPA) სამაგისტრო პროგრამა, სახელმწიფო მართვის მაგისტრის ხარისხი (2001); შვედეთი, ლუნდის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამა, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის მაგისტრის ხარისხი (2004). თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტი.

სამუშაო გამოცდილება

  • თბილისის მერიის იურიდიული განყოფილების მთავარი სპეციალისტი (1996-1998)
  • თბილისის მთავროპის პრემიერის მოადგილის თანაშემწე (1998-1999)
  • თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის აპარატის უფროსი (1999-2000)
  • „ტასისის“ ეროვნული ექსპერტი ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის განვითარების დარგში (2000-2001)
  • „გოპა კონსალტინგის“ ადგილობრივი ექსპერტი (2002-2003)
  • გაეროს განვითარების პროგრამის ეროვნული პროექტის იურიდიული მრჩეველი (2003)
  • ევროპაში თანამშრომლობისა და უსაფრთხოების ორგანიზაციის (ეუთო) მისიის საქართველოსი მრჩეველი ადამიანის უფლებათა საკითხებში (2004-2008)
  • საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის საერთაშორისო ურთიერთობათა გან-ის უფროსი (2004)
  • წამების, არაადამიანური და ღისების შემლახველი მოპყრობისა და დასჯის აკრძალვის კომიტეტის (CRT)წევრი, სტანდარტების დამდგენელი ჯგუფის თავმჯდომარე (2005-)
  • „ჰიუმან დინამიქსი“ (ავსტრია), რაულ ველენბერგის ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარული სამართლის ინსტიტუტი (შვედეთი), „ომბუცმენის აპარატის ხელშეწყობა“ (საბერძნეთი) (2008 - 2016)
  • საქართველოს სახალხო დამცველი (2009-2012)
  • გაეროს წამების საწინააღმდეგო კომიტეტის (UNCAT) წევრი, თავმჯდომარის მოადგილე, მომხსენებელი (2012-)
  • საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრი (2012)
  • „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ (GDI) დამფუძნებელი, თავმჯდომარე (2013-2016)
  • ევროპის რასიზმთან შეუწყნარებლობის ბრძოლის კომისიის წევრი (2013-)
  • კომპანია „ჰიუმან დინამიქსის“ ევროკავშირის პროექტის „საკონსტიტუციო სამართლის ხელშეწყობა“ მთავარი ექსპერტი (2014-2016)
  • მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი 2016 წლიდან: პარტიული სიით, პოლიტიკური ბლოკი ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, ფრაქცია „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ - წევრი, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე.

რესურსები ინტერნეტში

საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები