უზბეკეთი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
უზბეკეთის დროშა

უზბეკეთი (uzbekistan – უზბეკეთის რესპუბლა)სახელმწიფო შუა აზიაში, ზღვაზე გასასვლელის გარეშე.

ფართობი – 447,6 ათასი კმ2.

მოსახლეობა – 27,6 მლნ კაცი (2012), მათ შორის 75% უზბეკი.

ოფიციალური ენა – უზბეკური.

დედაქალაქი – ქ. ტაშკენტი.

ადმინისტრაციულად იყოფა 12 მხარედ და ყარაყალპაკისტანის რესპუბლიკად.

სახელმწიფოს და მთავრობის მეთაურია პრეზიდენტი. საკანონმდებლო ორგანოა ოლი მეჯლისი (პარლამენტი), აღმასრულებელი – მთავრობა.

თანამედროვე უზბეკეთმა, რომელიც შედიოდა სსრ კავშირში, დამოუკიდებლობა გამოაცხადა 1991 წლის 31 აგვისტოს. უზბეკეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრია. აგრარულ-ინდუსტრიული ქვეყანაა.

მრეწველობის მოწინავე დარგებია: სამთო-მოპოვებითი, მანქანათმშენებლობა, ფერადი მეტალურგია, ბამბის მოყვანა, მეცხვარეობა.

საერთაშორისო აეროპორტი – ტაშკენტი.

შეიარაღებული ძალები საერთო შემადგენლობით 55 ათ. კაცი (2012), სახმელეთო ჯარები 40 ათ., სამხედრო-საჰაერო ძალები 15 ათ. და ეროვნული გვარდია. დაკომპლექტება ხორციელდება გაწვევით.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები