უთუ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
უთუ – მზის ღმერთი ამოდის ორ მთას შორის

უთუ(შუმ.) მზის ღმერთი; მისი არქაული იდეოგრამა გამოხატავს ამომავალ მნათობს. უთუ ითვლება სინის ძედ, და ამრიგად, დაქვემდებარებული ადგილი უჭირავს კულტში. იგი იმავე რანგის ღვთაებაა, როგორისაც ინანა, მისი და; უთუ ზრუნავს თავის ქალწულ დაზე, მონაწილეობას იღებს მისი ბედის გადაწყვეტაში – ურჩევს საქმაოდ მწყემსს დუმუზის, რომელიც შუმერულ ტექსტებში თავის თავს უთუს სიძედ იხსენიებს. უთუც მფარველობას და შემწეობას უწევს თავის სიძეს – ყურადიღებს მის მუდარას გასაჭირში, როცა ქვესკნელის მავნენი ედევნებიან დუმუზის.

ღამეს უთუ თავისი დედის სახლში ათევს, საიდანაც კვლავ ამოდის დილით. ამიტომაც „მზის ჩასვლას“ შუმერულ ენაზე გამოხატავდნენ ფიგურალურად: „უთუ დედის სახლისაკენ დაბრუნებული“; უთუ ამ დროს ისვენებს, იგი გათავისუფლებულია დღიური ტვირთისაგან (აღსანიშნავია, რომ „დედასთან დაბრუნება“ – ამა-არ-გი – შუმერულად „გათავისუფლებას“ ნიშნავს).

უთუ ითვლება ურუქის ლეგენდარული მეფეების, მესქიაგაშერის და მისი ძის, ენმერქარის მამად: შუმერის მეფეთა სიაში ისინი იწოდებიან „უთუს ძედ“ ისევე, როგორც მითოლოგიურ თქმულებებში („ენმერქარი, ძე უთუსი“). გილგამეშის შუმერულ სიმღერაში უთუს შთაგონებით ილაშქრებს ურუქელი გმირი ხუმბაბასკენ, რათა დაამკვიდროს იქ უთუს სახელი.



წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები