უკან დახევა (სამხედრო ტერმინი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

უკან დახევაჯარების მიერ დაკავებული ზღუდეების (რაიონების) დატოვება და მათი გადაყვანა ახალ ზღუდეებზე (რაიონებში) საკუთარი ტერიტორიის სიღრმეში შემდგომი საომარი მოქმედებებისთვის ძალებისა და საშუალებების ახალი დაჯგუფების შექმნის მიზნით.

უკან დახევა შეიძლება ხორციელდებოდეს სტრატეგიული ან ოპერატიული მასშტაბით. იგი ნებისმიერ ვითარებაში ხორციელდება მხოლოდ ზემდგომი მეთაურის (უფროსის) ბრძანებით ან ნებართვით.

გაერთიანებას უკან დახევის დროს მოენიშნება უკან დახევის ზოლი, მოქმედებების წესი, ბოლო ზღუდე (რაიონი) და მისი დაკავება-შენარჩუნების ამოცანები, ურთიერთქმედების და ყოველმხრივი უზრუნველყოფის ძირითადი საკითხები.

მთავარი ძალების უკან დახევის შერჩეული მიმართულება უნდა უზრუნველყოფდეს მისთვის ყველაზე ხელშემწყობ პირობებს უკან დახევის და საბოლოო (დანიშნულ) ზღუდეზე თავმოყრისას ჯარების ბრძოლისუნარიანობის უცილობელი შენარჩუნების პირობებში.

ჯარების ოპერატიული დაწყობა შეიძლება მოიცავდეს დაცვის ეშელონს, მთავარი ძალების ერთ-ორ ეშელონს და უზრუნველყოფის ეშელონს. დაფარვის ეშელონში შედის დაფარვის ჯარები (შემაკავებელი ჯარები), არიერგარდები, ჯარები მნიშვნელოვანი ობიექტების დასაკავებლად. მისი ამოცანაა, უზრუნველყოს ბრძოლიდან გამოსვლა, გაერთიანების მთავარი ძალების უკან დახევა და მოწინააღმდეგის შორს ჩამოტოვება.

სალაშქრო ეშელონები მოიცავენ ჯარების გვარეობების და სპეციალური ჯარების გაერთიანებების, შენაერთებისა და ნაწილების მთავარ ძალებს. ისინი უკან დახევას იწყებენ უზრუნველყოფის ეშელონის შემდეგ.

ამ ეშელონში შედიან: სალაშქრო დაცვის შენაერთები, ნაწილები, სადაზვერვო ნაწილები, შენაერთების საჰაერო თავდაცვის, რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებების ნაწილები, საინჟინრო, დაცვის, კავშირგაბმულობის, ტექნიკური და ლოგისტიკის უზრუნველყოფის ჯარები.

ეს ეშელონი უკან დახევას პირველი იწყებს ბრძოლიდან გამოსვლით. მთავარი ძალების მოწყვეტის უზრუნველსაყოფად მოწინააღმდეგეს შეიძლება მიაყენონ საცეცხლე დარტყმები, ხოლო ზოგჯერ განხორციელდეს კონტრიერიშები (კონტრდარტყმები) გამოყოფილი ძალებით და საშუალებებით.

უკან დახევის უზრუნველყოფა ხდება დაფარვის ჯარების თანამიმდევრული გაშლით წინასწარ დასახულ ზღუდეებზე. მთავარი ძალები, ჩვეულებრივ, გადაადგილდებიან თავიანთი სვლით, ხოლო მათი ნაწილი ზოგჯერ შეიძლება რკინიგზით, წყალსანაოსნო და საჰაერო ტრანსპორტით გადაიყვანონ.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები