უმაღლესი მთავადსარდლობა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

უმაღლესი მთავადსარდლობა (უმაღლესი სარდლობა)სახელმწიფოს (სახელმწიფოების კოალიციის) შეიარაღებული ძალების უმაღლესი სტრატეგიული ხელმძღვანელობის ორგანო. იქმნება, ჩვეულებრივ, ომიანობის დროს და ხელმძღვანელობს უმაღლესი მთავარსარდალი. ზოგჯერ იქმნება მშვიდობიანობის დროსაც, მაგალითად, ევროპაში და ატლანტიკაში ნატოს შეიარაღებული ძალების სტრატეგიული (უმაღლესი) სარდლობა.

II მსოფლიო ომის დროს გერმანიის უმაღლესი მთავადსარდლობა აერთიანებდა სამხედრო სამინისტროს, შეიარაღებული ძალების შტაბს და ა. ჰიტლერის პირად შტაბს (არსებობდა 1938 წლის თებერვლიდან 1945 წლის მაისამდე). დასავლეთ ევროპაში მოკავშირეებს საექსპედიციო ძალების უმაღლესი მთავადსარდლობა ხელმძღვანელობდა ინგლის-ამერიკის კოალიციურ შეიარაღებულ ძალებს (1943 წლის დეკემბერი – 1945 წლის ივლისი).


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები