უნჯი ყმა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

უნჯი ყმა – ჯვარის ძირძველი, მკვიდრი და ამიტომაც ყველაზე ერთგული, თავდადებული ყმა, რომელაგან ირჩევს ჯვარი თავის მსახურთ (მკადრეებს, ხუცესებს, დასტურებს). მისი საპირისპიროა „უყმო ყმა“ ანუ ისეთი ყმა, რომელიც ყმობს კიდეც რომელიმე ჯვარს და არც ყმობს (ანუ არა აქვს მის მიმართ რაიმე საპასუხიმგებლო მოვალეობანი). მეფე ერეკლესთვის ხევსურნი უნჯი ყმები იყვნენ, რომლებიც მის ბრძოლებში თავდადებით, სრულიად უანგაროდ მონაწილეობდნენ, რასაც მოწმობს ეს ხევსურული ლექსი:

„– მიშველეთ, ჩემო ხევსურნო, უნჯნი ყმანი ხართ ჩემნია.
ფულს მაგცემთ მაგოდენასა, რო არ ზიდავდეს ცხენია.
– თავს ვერ გაგიხრით ხევსურნი, უნჯნი ყმანი ვართ შენნია.
თეთრს ვინც აიღებს ხევსური, ვინაც მახკიდას ხელია,
გაუწყრას, ნეფევ ერეკლევ, ის სალოცავი ჩვენია“.

წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის (ქართული მითოლოგია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები