ურუზმაგი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ურიზმაგი. მ. თუღანოვი

ურუზმაგ-ი || ურიზმაგ-ი (ოს. Урузмæг || Уырызмæг) — ნართული ეპოსის პოპულარული პერსონაჟი, ნართების საზოგადოების მეორე თაობის წარმომადგენელი, ახსართაგისა და ძერასას ვაჟი, სათანას ნახევარძმა და ქმარი (ინცესტის შესახებ „სათანა“); გამოირჩევა გულუხვობითა და სტუმარ-მასპინძლობით; არის თავშეკავებული, გონიერი და მოხერხებული, რისი წყალობითაც ხშირად შველის ნართებს გაჭირვების ჟამს. იგი ტრაგიკული გმირია: შვილები მისი ხელით კვდებიან. ერთი დიგორული ვარიანტით, მას 16 შვილი შემოაკვდა, მე-17 სათანამ წყალქვეშა სამეფოში დონბეთირებთან გაგზავნა აღსაზრდელად ისე, რომ მამას საერთოდ არ უნახავს. დონბეთირებთან მისული ურიზმაგი შემთხვევით მასაც კლავს. შესაძლოა, ასეთი ტრაგიზმის გამო ზის ან წევს ურიზმაგი თავდავიწყების ლურჯ ქვაზე ნიხასში.

სახელი Уырызмæг ირანული წარმომავლობისაა და „ტახის“ აღმნიშვნელ varāza - სიტყვას უკავშირდება.


ლიტერატურა

  • Осетинские нартские сказания. Дзау-джикау, 1948;
  • Абаев В. И. Историко-этимологический словарь осетинского языка. Т. IV. Л., 1989;
  • Чибиров Л. Скифский мир и нартовский эпос // Дарьял. № 1. 2012.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები