მათეოს ურჰაეცი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ურჰაეცი მათეოს-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მათეოს ურჰაეცი – (სომხ. Մատթէոս Ուռհայեցի), მათეოს ურჰაელი, XII ს. I ნახევრის სომეხი მემატიანე.

დაიბადა ქ. ედესაში. მონაზონ მათეოს ურჰაეცის „ჟამთააღმწერლობა“, რომელიც შედგება სამი ნაწილისაგან, იწყება 952-დან და მოდის 1136-მდე. უფრო მნიშვნელოვანია მეორე (1051-1101) და მესამე ნაწილები (1101-36), განსაკუთრებით მესამე. გარკვეული მიზეზების გამო სომეხი ხალხი ისტორიულ სომხეთს გარდა მრავალ სხვა ქვეყანამაც ბინადრობდა, მეტადრე XI საუკუნიდან, ამითაა გამოწვეული, რომ იგი ცნობებს გვაწვდის ყველა იმ ქვეყნის შესახებ. რომლებთანაც მჭიდროდ იყო დაკავშირებული სომეხთა ბედი, საქართველო, აზერბაიჯანი, არაბთა სახალიფო, ბიზანტია, ეგვიპტე, თურქ-სელჩუკთა და ჯვაროსანთა სამეფო-სამთავროები, ბულგარეთი, ამ სახელმწიფოთა ურთიერთობები, ასე თუ ისე, ექცევა მათეოს ურჰაეცის თვალსაწიერში. „ჟამთააღმწერლობაში“ დაცულია ზოგი ისეთი საყურადღებო ცნობა, რომელსაც ვერ ვხვდებით იმდროინდელ ბიზანტიურ, არაბულ, სირიულ და ლათინურ საისტორიო თხზულებებში. მათეოს ურჰაეცი აღფრთოვანებით აღწერს იმ წარმატებებს, რომლებიც საქართველომ მოიპოვა დავით IV აღმაშენებლის მეფობის ჟამს თურქ-სელჩუკთა წინააღმდეგ ბრძოლაში. ამასთანავე, მათეოსის თვალსაზრისით), დავით აღმაშენებლის ეპოქის საქართველოს შესწევდა უნარი, თურქ-სელჩუკთა გამანადგურებელი ბატონობისაგან ეხსნა, გადაერჩინა სომხეთი და საქართველომ იტვირთა კიდეც ეს მისია.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები