უფლისციხის სადა ოთახი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

უფლისციხის სადა ოთახი - არქიტტურული ძრგლი მდებარეობს უფლისციხეში შიდა ქალაქის შუა უბნის ჩრდილოეთ საზღვარზე თარიღდვბა ელინისტური ხანით. სადა ოთახი მიეკუთვნება კლდეში ნაკვეთი ანსამბლოს ძირითად ნაგებობებს. შედგება ორი ნაწილისაგან: ღია, კამაროვანი დარბაზისა (6X5,8 მ, სიმ. 6 მ.) და მის უკან მდებარე დაბალი, ბრტყელჭერიანი ოთახისაგან (5X5 მ, სიმ 3,3 მ) ნაგებობა მთლიანად კლდეშია ამოკვეთილი. დაზიანებულია: დანგრეულია ფასადი, დარბაზის კამარის მნშვნელოვანი ნაწილი და ოთახის სამხრეთ კედელი. დარბაზის გადარჩენილი ნაწილები დაბზარული და გამოფიტულია შენობა მრავალჯერ გადაუკეთებიათ: კლდის კედლებში უხეშად ამოუკვეთიათ თაროები და თახჩები, იატაკში – სხვადასხვა დანიშნულების ორმოები და ბუდეები, სხვადასხვა დროს ჩაუშენებიათ ქვის კედლებიც. XVI-XVII სს ნაგებობა საფუძვლიანად გადაუკეთთებიათ რეკონსტრუქციის დროს სადა ოთახის ღია დარბაზი ორ სართულად გაუყვიათ, რისთვისაც დარბაზოს განივ კედლებში ამოუკვეთიათ ხის კოჭების ჩასადგმელი ბუდეები. ქვევით, კლდიდან გამოწეული საფასადო კედლებით. გაუმართავთ ოთახი, მეორე სართულზვ კი – ლოჯია და აივანი.

ნაგებობისათვის დამახასიათებელია ფორმების გეომეტრიული სიზუსტე, კლდის ზედაპირის ფაქიზი დამუშავება, სისადავე. გარედან იგი მხოლოდ დარბაზის ღია კამარითაა გამოვლენილი, მისი მოცულობა კი კლდის მასივშია შეტანილი.

კამაროვანი დარბაზი დამხრობილია სამხრეთისკენ. დგას ეზოს პირას. ეზო საერთოა სადა ოთახის მომიჯნავე წითელი ოთახისა და მათ პირდაპირ მდებარე ამჟამად დანგრეული კომპლექსისათეის. ეზო ჩაღრმავებულია, შემოსაზღვრულია კლდის კედლებით, რომელსაც გასდევს ფაქიზად დამუშავებული, დასაჯდომად განკუთვნილი ცოკოლი. ეზოში შესვლა შეიძლებოდა მთავარი ქუჩიდან, მოკლე კლდეკარის გავლით.

ნაგებობის კომპლექსში დაცულია უფლისციხის კომპლექსისათვის ერთ-ერთი მეტად მნიშვნელოვანი დეტალი – ფასადის დასავლეთ მხარეს არქეოლოგიური გათხრების დროს გამოვლენილი ყვითელი ქვის პროფილირებული ბაზისი (იგი დევს თავდაპირველ ადგილას – ცოკოლში მისთვის განკუთვნილ კუთხეში), რაც გვაფიქრებინებს, რომ ღია დარბაზების ფასადები მოპირკეთებული ყოფილა ყვითელი ქვით და მორთლი მონუმენტური არქიტექტურული ფორმებით.


წყარო

საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები