უფლისციხის ქუჩისპირა ბაქანი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

უფლისციხის ქუჩისპირა ბაქანი - არქიტექტურული ძლი ეგმდებარეობს უფლისციხეში, შიდა ქალაქის შუა უბნის ცენტრში, მთავარი ქუჩის პირას, მის დასავლეთ მხარეს, საგანგებო დანიშნულების ნაგებობებს შორის. თარიღდება ელინისტური ხანით.

ქუჩისპირა ბაქანი ოთხკუთხაა (12,3X10,75 მ), აღმოსავლეთიის მხრიდან საფეხურებით უკავშირდება ქუჩას. სამხრეთით მას ესაზღვრება დიდეზოიანი სახლი, ჩრდილოეთით და დასავლეთით – კლდეში ნაკვეთი კედლები (სიმ. 4,5 მ), რომლებიც მიეკუთვნება ანსამბლის ძირითად შენობებს. ჩრდილოეთი კედელი პირვანდელი სიგრძით არის შემორჩენილი. დასავლეთ კედელს აკლია სამხრრეთი კუთხე. კედლები ელინისტური ხანისაა და მოწმობს, რომ აქ ერთი დიდი (მინიმალური ფართ. – 100 კვ. მ) ორსვეტიანი დარბაზი უნდა მდგარიყო ისეთი დიდი და განცალკევებით მდგარი დარბაზი გამონაკლისს არ წარმოადგენს უფლისციხის ანსამბლისთვის. დარბაზის განსხვავებული მდებარეობა და სოდიდე გვაფიქრებინებს, რომ ნაგებობას საერთო კომპოზიციაში თვალსაჩინო ადგილი ეკავა. მითუმეტეს, რომ ქუჩის მეორე მხარეს ტერასები გაცილებით დაბლაა განლაგებული და ბაქანზე აღმართული ნაგებობის ფასადს წინ არაფერი ეფარებოდა.

ქუჩისპირა ბაქანის გარშემო არსებული ნაგებობები და კლდის აღდგენილი ბუნებრივი ფორმა გვაფიქრებინებს, რომ დარბაზის სამხრეთი და აღმოსავლეთი კედლები, აგრეთვე გადახურვა, კლდეში კი არ იყო ამოკვეთილი, არამედ სხვა მასალით იყო აშენებული ამას მოწმობს უფლისციხეში არქეოლოგიური გათხრების დროს მოპოვებული მაგარი ქვის არქიტექტურული დეტალებიც – კაპიტელები, სვეტის ნაწილები და სხვ., რომლებებიც კლდეში ნაკეეთი ანსამბლის ძირითადი სამშენრბლო პერიოდისაა.

დარბაზის დანგრევის შემდეგ, ფეოდალურ ხანაში მისი კედლები და იატაკი გამოუყენებიათ საცხოვრ სახლებისათვის. შემორჩენილია სახლის აღმოსავლეთი კედელი (ნაგებია ქვით), კედლებში დატანებულია შესასვლელის წირთხლი და ხის კარის ნარჩენები. იატაკში, მესერის ჩასადგმელად, ამოჭრილია მცირე დიამეტრის ბუდეები. ეს გვაფიქრებინებს, რომ ბაქანზე ყოფილა თიხით შელესილი, წნულით გადახურული ხუთი ოთახი. სახლის გეგმა ნათლად არ იკითხება. იატაკში სხვადასხვა დროს ამოკვეთილია სამეურნეო დანიშნულების ორმოები (ძირითადად თონეების. ქვევრების, საწარმოო ჩარხების ჩასადგმელად), რომელთაგან ელინისტური ხანისაა ჩრდილო-დასავლეთ კედელთან ამოჭრილი ღრმა ორმო. შენობის გადახურვა დაბალი ყოფილა. კედლებში შემორჩენილია გადახურვის კოჭების ბუდეები.

წყარო

საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები