ფარსალოსი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ფარსალოსი - (ახლანდელი ფარსალა), ქალაქი საბერძნეთში, ლარისას სამხრეთით.

რომში სამოქალაქო ომის დროს, ძვ.წ. 48 წლის 6 ივნისს, იულიუს კეისარმა, რომლის არმია 30 ათ. ქვეითსა და 1–2 ათ. მხედარს ითვლიდა, დაამარცხა გნეუს პომპეუსის ჯარები (30 ათ. ქვეითი, 3–4 ათ. მხედარი).

პომპეუსის დამარცხებაში მთავარი როლი შეასრულა კერძო რეზერვმა (3 ათ. ლეგიონერი), რომელიც კეისარმა მიწინააღმდეგის ძლიერი კავალერიის წინააღმდეგ გამოიყვანა. ფარსალოსთან კეისრის გამარჯვებამ დააჩქარა რომის რესპუბლიკის დაცემა.



წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები