ფასადი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ფასადი – (ფრანგ. façade), შენობის ან მისი ნაწილის გარეთა მხარე. განასხვავებენ შენობის წინა ანუ მთავარ, გვერდითსა და უკანა ფასადებს. ფასადის დეკორსა და პროპორციებს განსაზღვრავს არქიტექტურული ნაგებობის დანიშნულება, კონსტრუქციული და სტილისტური გადაწყვეტები, ადგილმდებარეობა, ლანდშაფტი და სხვ. ფასადის ელემენტებია: არქიტექტურული პორტალი, პორტიკი, ფრონტონი, სვეტნარი, პილასტრები, კარიატიდა, მოაჯირი, კარი, ფანჯრები და სხვ.

ფასადი შეიძლება იყოს: ქვის, აგურის, ხის, ალუმინის, უჟანგავი ფოლადის, მინის, პლასტმასის, მონოლითური ბეტონის, ბათქაშის (შეღებილი), შუქგამჭვირვალე, ვენტილირებადი, საიდინგის, კომპოზიტური პანელების და სხვ. ფასადების მხატვრული გაფორმებისათვის გამოიყენება ფასადური სისტემები, კერძოდ: ნაძერწი რელიეფი, შორენკეცი (კერამიკული ფილა), ჩუქურთმებიანი და ჩვეულებრივი ბუნებრივი ქვა (მარმარილო, გრანიტი, კირქვა, ტრავერტინი, დიორიტი, გაბრო და ა.შ.), დეკორატიული ბათქაში (მინერალური, პოლიმერული, მოზაიკური, სტრუქტურული და ა.შ.), საღებავი და სხვა.




წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები