ფასკუნჯი (მითოლოგია)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ფასკუნჯი – – მითოსურ-ზღაპრული ფრინველი, რომელიც ქვესკნელსა და ზესკნელს შორის მოძრაობს, თან თავისი ფრთებით სამზეოზე აჰყავს ქვესკნელში მოხვედრილი მზეჭაბუკი.

ფასკუნჯი და გველეშაპი განუყრელი წყვილია. მათი საცხოვრებელი ადგილი ხესთან არის დაკავშირებული: ხის კენწეროზე ფასკუნჯს ბუდე აქვს გამართული და ბარტყებს ზრდის, ხოლო ხის ძირში გველეშაპია მოკალათებული. თითქოს ისინი, რაკი ერთი ხეა მათი ადგილსამყოფელი, დაძმობილებულნი უნდა იყვნენ, მაგრამ გველეშაპი მტრობს ფასკუნჯს: რიგ-რიგობით სანსლავს მის ბარტყებს. შეწუხებული ფასკუნჯის საშველად გამოეშურება მზეჭაბუკი, რომელსაც თავად ესაჭიროება შველა. მზეჭაბუკი ამარცხებს გველეშაპს, უფატრავს მუცელს და უკან უბრუნებს ფასკუნჯს თავის ბარტყებს. მადლიერი ფასკუნჯი მხარზე შეისვამს მზეჭაბუკს და ზემო ქვეყანაში აიყვანს. მზეჭაბუკი მოშიებულ ფასკუნჯს გზაში თავისი ბარძაყის ხორცით კვებავს, თუმცა სამზეოზე ასვლისას ნაკრტენით უმრთელებს ბარძაყს.

საბა „სიტყვის კონაში“ ამგვარად განმარტავს ამ არსებას: „ტანითა მსგავსი ლომისა; თავი, ნიკარტი, ფრთე და ფერხი მსგავსი არწივისა, ნაკრტენ-მრავალი... პილოს აღიტაცებს და ცხენთა მაზიანებელ არს“.


წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის (ქართული მითოლოგია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები