ფასცია (ძალაუფლების ატრიბუტი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ფასცია (ძალაუფლების ატრიბუტი) − თელის ან არყის ხის წნელებით, წითელი შნურით ან ღვედით შეკრული ძნული − რომის მეფეებისა და კონსულების ძალაუფლების ატრიბუტი. არსებობს მოსაზრება, რომ ძველად ფასციას ნაჯახთან ერთად იყენებდნენ გასაროზგად და სიკვდილით დასჯის ინსტრუმენტად. იტალიის პრემიერ-მინისტრმა ბენიტო მუსოლინიმ, რომელიც შეპყრობილი იყო რომის იმპერიის აღდგენის იდეით, პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ფასცია აირჩია თავისი პარტიის სიმბოლოდ, საიდანაც გაჩნდა მისი დასახელება − ფაშისტური.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები