ფესი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ფესი − მამაკაცისა და ქალის თავსაბურავი:

ფესი მამაკაცის

1. ფესი მამაკაცის თავსაბურავი, წაკვეთილი კონუსის ფორმის მრგვალი და მყარი ქუდი იყო, რომელსაც ზემოდან შავი ფერის ძაფებით შეკრული და გვერდზე გადმოშვებული ფუსკული ჰქონდა დამაგრებული. ამ სახის ფესი გავრცელებული იყო ოსმალეთის იმპერიაში, როგორც საერო სამსახურში მყოფ პირთა სავალდებულო თავსაბურავი. აჭარაშიც ფესი ოსმალთა დროიდან გავრცელდა;


2.ქალის ფესი შალის ძაფისაგან წინდის ჩხირებით ნაქსოვი და ირგვლივ მონეტებით იყო შემკული. ქალის ნახევარსფეროს ფორმის ფესი ნაჭრისაგან იყო შეკერილი. იგი ლეჩაქის შიგნით სახმარი იყო. მას გათხოვილი ქალები ატარებდნენ და, იშვიათად, მაგრამ მაინც, აჭარელი ქალის თავსაბურავიც ყოფილა. ფესს შიგნით ზოგჯერ პატარა ბალიშის ფორმის ბამბის ანდა მატყლის ფენასაც დაუდებდნენ, რომელიც მას ჩაზნექისაგან იცავდა და სიმაღლესაც მატებდა. ფესი წინდის საქსოვი ჩხირებით შალის ძაფისაგან იქსოვებოდა. ორივე მხარეს ღილები ჰქონდა მიმაგრებული, რაზეც ყბაზე დასამაგრებელი ზონარი მაგრდებოდა.

გავრცელებული იყო ძვირფასი მაუდის ქსოვილისაგან შეკერილი ფესიც, შემკული მონეტების ერთგვარი კომპოზიციით, რომელიც აჭარაში მზა სახით შემოჰქონდათ. ნახევარსფეროს მსგავს ამ ქუდს საყბეურად გვერდებზე სახელდებულ შავი მძივების ასხმულას მიამაგრებდნენ, რომელიც ქალს ყბაზე ჰქონდა შემოხვეული. აჭარაში ფესი საგანგებო თმის ვარცხნილობას, კერძოდ, ნაწნავებისა და კულულების თავისებურ წყობასაც მოითხოვდა. ამ სახის ფესს გვერდებზე, ყბაზე შემოსახვევად, როგორც ითქვა, შავი მძივების ასხმა ამშვენებდა.

XIX საუკუნის 60-იანი წლებისთვის აჭარელმა ქალებმა ჩადრქვეშ ფესის ტარება მიატოვეს. ფესმა ვერ შეძლო ხმარებიდან გაედევნა ქართული თავსაბურავი − ლეჩაქი. თედო სახოკია: „...თავზე ყაბალახი აქვს შემობლანდული, ზოგს ფესიცა ხურავს”.



ლიტერატურა

  • ჭიჭინაძე, 1913:118;
  • სახოკია, 1985:145-146;
  • ჭაბაშვილი, 1989:146;
  • სამსონია, 2005:109;
  • ქართული მატერიალური კულტურის... 2009.


წყარო

ქართველი ხალხის ეთნოლოგიური ლექსიკონი აჭარა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები