ფესი-თეფელუღი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ფესი-თეფელუღი

ფესი-თეფელუღი − აჭარელი ქალის თავსაბურავი, ნახევარსფეროს ფორმის ქუდი, რომელსაც მხოლოდ გათხოვილი ქალი ატარებდა.

სოციალურად დაბალი წრის წარმომადგენლები შალის ძაფისაგან ნაქსოვ ფესი-თეფელუღს ხმარობდნენ. მაღალი წოდებისანი კი კარგი ხარისხის ქსოვილის, უმეტესად კი წითელი მაუდის ფესი-თეფელუღს იყენებდნენ. თავსაბურავს ორივე მხარეს ღილები ჰქონდა მიმაგრებული, რაზეც ყბაზე ასაკვრელი ზონარი მაგრდებოდა. სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში დაცული ფესი თეფელუღი წითელი მაუდისაა და მარჯნებითა და მონეტებითაა შემკული.



ლიტერატურა

სამსონია, 2005:429; ხინთიბიძე, 2018

წყარო

ქართველი ხალხის ეთნოლოგიური ლექსიკონი აჭარა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები