ფეტიშიზმი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ფეტიშიზმი - (ფრანგ. fetiche – კერპი, ავგაროზი), პრიმიტიული რელიგია, უსულო საგნების კულტი, მათთვის ზებუნებრივი თვისებების მიწერა. გავრცელებული იყო ყველა პირველყოფილ ხალხებში. ფეტიშიზმის გადმონაშთია ავგაროზებისა და ავგაროზ-ფარების რწმენა.

ფეტიში უსულო საგანია, რომელსაც ზებუნერივ ძალას მიაწერენ. ამის გამო ფეტიში რელიგიური კულტის ობიექტია, მორწმუნეთა თაყვანისცემის საგანი. მე-15 საუკუნის პორტუგალიელი მეზღვაურები ფეტიშს უწოდებენ: ქვის, ხის და თიხის ნივთებს, რომლებსაც დასავლეთ აფრიკის მოსახლეობა წმინდა საგნებად თვლიდა. ტერმინი ფეტიშიც აქედან გავრცელდა. ფეტიშის კულტი თავისებურად ვლინდება: ფეტიშს ტანსაცმლით მოსავენ, ალამაზებენ, საჩუქრებს მიართმევენ, მსხვერპლს სწირავენ. გვხვდება ფეტიშების წვალების ჩვეულებაც: კერპის ფიგურებს ლურსმნებს არჭობენ, რომ აიძულონ ამა თუ იმ სურვილის შესრულება. ფეტიშიზმის გამოძახილია ავგაროსის, თილისმისა და ე. წ. ქალქვების რწმენა.

ფეტიშიზმთან დაკავშირებული იყო მრავალფეროვანი რიტუალები, რომელთა ორგანიზაციამ ხელი შეუწყო თეატრის წარმოშობას.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები