ფილონი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ფილონი - სამღვდელო შესამოსელი, რომელსაც მღვდელი კვართის ზემოდან იცვამს საღმრთო მსახურებისას. ეს არის გრძელი, ფართო უსახელოო სამოსი, რომელიც ხელების თავისუფალი მოძრაობისათვის წინ ღრმადაა ამოჭრილი. იგი მოგვაგონებს იმ სუდარას, რომელშიც ვნების შემდეგ მაცხოვარი გაახვიეს.

ფილონზე დაკერებული თასმები სიმბოლოა იესოს სხეულზე ჩამოდინებული სისხლის ნაკადისა. მღვდელმთავრები ფილონს საღმრთო მსახურებისას ძველთაგანვე ხმარობდნენ. სხვა მღვდელთაგან განსხვავებულად მასზე მრავალი ჯვარი იყო დაკერებული, როგორც ჩვენ ამას მღვდელმთავართა ძველ ხატებზე ვხედავთ. ფილონს შემოსაცმელიც ეწოდებოდა და წვიმის, თოვლისა და სიცივისაგან იცავდა მოციქულებს.



წყარო

ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები