ფლოტი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ფლოტი

ფლოტი (ფრანგული - flotte, ჰოლანდიური - vloot),

1. ოპერატიულ-სტრატეგიული გაერთიანება მთელი რიგი დიდი სახელმწიფოების სამხედრო-საზღვაო ფლოტსა და სამხედრო-საზღვაო ძალებში. განკუთვნილია სტრატეგიული, ოპერატიულ-სტრატეგიული და ოპერატიული ამოცანების შესასრულებლად მისთვის დანიშნულ საოპერაციო ზონაში, ასევე საომარი მოქმედებების საოკეანო (საზღვაო) თეატრზე დამოუკიდებლად და/ან შეიარაღებულიძალების სხვა სახეობების გაერთიანებებთან და შენაერთებთან ურთიერთმოქმედებით.

ორგანიზაციულად ფლოტი შედგება სხვადასხვა გვარეობის ძალებისაგან (წყალქვეშა, წყალზედა, საზღვაო ავიაცია და სანაპირო ჯარები), რომლებიც გაერთიანებული არიან ფლოტილიებად, ესკადრებად, დივიზიებად, ბრიგადებად და სხვა.

გარდა ამისა, ფლოტის შემადგენლობაში შედის სპეციალური ჯარების შენაერთები და ნაწილები (სადაზვერვო, საზღვაო-საინჟინრო, რადიაციული, ქიმიური, ბიოლოგიური დაცვის, რადიოტექნიკური და სხვა).

ფლოტს სათავეში უდგას სარდალი (ზოგიერთი სახელმწიფოს სამხედრო-საზღვაო ძალებში – მთავარსარდალი).

ფლოტსს აქვს მართვის, ბაზირების სისტემები (სამხედრო-საზღვაო ბაზები]], ბაზირების პუნქტები, აეროდრომები და სხვა), აგრეთვე უზრუნველყოფის სისტემა, რომელიც მოიცავს სხვადასხვა სანაპირო ნაწილს, დაწესებულებას და სამსახურს (ფლოტის ლოგისტიკის, კავშირგაბმულობის, შეიარაღების, გემსარემონტო, ტექნიკური უზრუნველყოფის, საძიებო-სამაშველო და სხვა).

ფლოტის შემადგენლობაში შეჰყავთ უზრუნველყოფის გემები. დიდ სახელმწიფოებს (აშშ-ს, რუსეთს და სხვებს) რამდენიმე ფლოტი ჰყავთ. ქვეყნებში, რომლებსაც შედარებით მცირე სამხედრო-საზღვაო ძალები ჰყავთ, ფლოტები, ჩვეულებრივ, არ იქმნება;


2. სხვადასხვა ხომალდების, გემების და მცურავი საშუალებების კრებითი (ზოგადი) სახელწოდება.

ამა თუ იმ უწყებისადმი კუთვნილების მიხედვით განასხვავებენ სამხედრო-საზღვაო, საზღვაო (სატრანსპორტო, სარეწაო, საექსპედიციო და სხვა), სამდინარო ფლოტებს;

ენერგეტიკული დანადგარების და ტექნიკური აღჭურვის მიხედვით - ატომურ, ორთქლის, ნიჩბიან, იალქნიან ფლოტებს.

ტერმინი „ფლოტი” იხმარება აგრეთვე მთლიანად ავიაციის ან საავიაციო გაერთიანებების კონტექსტში.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები