ფობია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ფობია - ფობია წარმოადგენს კონკრეტული საგნის ან მოვლენის გამუდმებულ, ირაციონალურ შიშს. ჩვეულებრივ, შეინიშნება საშიში ობიექტისთვის თავის არიდების აშკარა სურვილი, მაგრამ არა ნებისმიერ შემთხვევაში (ამ უკანასკნელის მაგალითია იპოქონდრია - ავადმყოფობის შიში). ასეთი შიში ობიექტურად არსებული საფრთხის არაადეკვატურია, რასაც თავად პაციენტიც აცნობიერებს. ფობიები შეიძლება უკავშირდებოდეს ცოცხალ ობიექტებს, ბუნების მოვლენებს ან რაიმე სხვა სიტუაციას. ფობიის მქონე ადამიანები განიცდიან შფოთვას არა მხოლოდ საშიში ობიექტის ან სიტუაციის რეალურად არსებობის შემთხვევაში, არამედ მათზე ფიქრის დროსაც. (ანტიციპატორული შფოთვა).


კლინიკური გამოხატულება

ფობიები გავრცელებული მოვლენაა ჯანმრთელ ბავშვებში, ხოლო მოზარდებთან და ზრდასრულ ადამიანებთან უფრო ნაკლები სიხშირით იჩენს თავს. ფობიის სიმპტომები ნებისმიერი სახის შფოთვითი აშლილობის დროს გვხვდება, მაგრამ ისინი უფრო ფობიკური აშლილობის მთავარ მახასიათებლებს წარმოადგენს.


წყარო

ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები