ფოლკლენდის ომი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ვერტიკალურად აფრენისა და დაფრენის თვითმფრინავი გამოყენებული იქნა ფოლკლენდის ომში

ფოლკლენდის ომი - (ინგლისური Falklands War, espanuri Guerra de las Malvinas), სამხედრო კონფლიქტი დიდ ბრიტანეთსა და არგენტინას შორის ფოლკლენდის კუნძულებისათვის.

ატლანტის ოკეანის სამხრეთ ნაწილში (650 კმ. სამხრეთ ამერიკის სანაპიროდან) მდებარე ამ არქიპელაგს დიდი სტრატეგიული და ეკონომიკური მნიშვნელობა აქვს. ფოლკლენდის კუნძულები (არგენტინაში მათ მალვინის კუნძულებს უწოდებენ) სადავო ტერიტორიაა 1833 წლიდან, მას შემდეგ, რაც ინგლისელებმა აქედან განდევნეს არგენტინელი მოახალშენეები, ხოლო არქიპელაგი თავის კოლონიად გამოაცხადეს.

1963 წლის გაეროს რეზოლუციით, ფოლკლენდის არქიპელაგი დეკოლონიზაციას ექვემდებარება. ბრიტანეთმა ამ გადაწყვეტილების განხორციელებაზე უარი განაცხადა. 1982 წლის 2 აპრილს ომის გამოუცხადებლად კუნძულებზე არგენტინის ჯარები გადასხდნენ და სწრაფად განაიარაღეს მცირერიცხოვანი ბრიტანული გარნიზონი. პასუხად, ინგლისმა კონფლიქტის რაიონში საბრძოლო ხომალდების რაზმი გაგზავნა 8-ათასიანი დესანტით. ინგლისის ჯარებმა ზღვიდან და ჰაერიდან ბლოკადაში მოაქციეს არქიპელაგი და 21 მაისს დესანტი გადასხეს მის ტერიტორიაზე. დესანტის ძალებმა 13 ივნისს დაიკავეს ფოლკლენდის კუნძულების ადმინისტრაციული ცენტრი პორტ-სტენლი და არგენტინული სამხედრო დაჯგუფება აიძულეს კაპიტულაცია ეღიარებინა.



წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები