ფორკა კაბა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ფორკა კაბა

ფორკა კაბაკაბის ერთ-ერთი ტიპი აჭარაში, არშიებიანი კაბა, დატეხილი კაბის სახეცვლილი ვარიანტი.

კაბა სამი ნაწილისაგან: ზედატანი, ქვედატანი და სახელოებისაგან შედგებოდა. მისი წინა ნაწილი მხოლოდ მკერდის ზემოთ იყო გახსნილი და ღილებით იკვრებოდა. დატეხილი კაბის თარგის ცვლილებამ და გამარტივებამ კაბის ტიპის შეცვლა გამოიწვია. ფორკა კაბა ბოლომდე ჩახსნილი აღარ იყო. ამიტომ შესაბნევი ღილების რაოდენობა შემცირდა. იგი მხოლოდ მკერდის ზემოთ იყო შეხსნილი.

ფორკა კაბის საქართველოს სხვა კუთხების კაბებთან და, ასევე, ქვეყნის ფარგლებს გარეთ არსებულ სამოსებთან შედარება იმისი თქმის საშუალებას იძლევა, რომ მისი თარგი ფაქტობრივად ყველასგან განსხვავებული იყო, თუმცა ზოგიერთი პარამეტრით ჩვენი ქვეყნის სხვა კუთხეის სამოსთან გარკვეული სიახლოვე მაინც შეინიშნებოდა. ეს უპირველესად კაბის მოხმარების ფორმებსა და მისი გამოჭრა-შეკერვის წესებზე უნდა ითქვას.




ლიტერატურა

სამსონია, 2005:54–53; ქართული მატერიალური... 2011

წყარო

ქართველი ხალხის ეთნოლოგიური ლექსიკონი აჭარა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები