ფსტა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ფსტა

ფსტა – (Pistacia palasetina); მცენარის გვარი თუთუბოსებრთა ოჯახისა.

აღნიშნული მცენარის სახელი ბიბლიის თითქმის ყველა უცხოურ თარგმანებში სხვადასხვა დასახელებითაა გადატანილი, რაც თავად ებრაული ტექსტიდან მომდინარეობს. დაბადების (35, 4) ციტირებულ მუხლში ბიბლიის საქართველოს საპატრიარქოს გამოცემის მიხედვით შენარჩუნებულია დედნისეული „მუხა“, თუმცა, უნდა ითქვას, რომ ებრაული ტრადიციის მიხედვით ეს ტერებინთოა (ფსტა, ბელეკრნი).

„და გადასცეს იაკობს ყველა უცხო კერპი, რომლებიც მათ ხელში იყო, და რგოლები, რომლებიც ყურებზე ჰქონდათ, და დამალა იაკობმა ფისტის ხის ქვეშ შეხემის მახლობლად“. (ბერეშით (დაბადება) 35, 4)

„და უთხრა მათ ისრაელმა, მათმა მამამ: თუ ასეა, ეს მაინც გააკეთეთ: გაავსეთ ჭურჭლები ამ ქვეყნის დოვლათით, ჩაუტანეთ იმ კაცს ძღვნად მცირეოდენი ბალსამონი, მცირეოდენი თაფლი, საკმეველი, შტახსი, ფსტა და ნუში“. (დაბადება 43, 11)


წყარო

ბიბლიური მცენარეები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები