ფუტკრის ცვილი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ფუტკრის ცვილი

ფუტკრის ცვილი - ფუტკრის საცვილე ჯირკვლის მიერ გამომუშავებული პროდუქტი. იგი, ძირითადად, გამოიყენება, ხელოვნური ფიჭების დასამზადებლად. ფუტკრის მიერ გამომუშავებული ყველა ცვილი ერთნაირია. მასში შედის 280-ზე მეტი კომპონენტი. ნატურალური ცვილი წყალგაუმტარია.

ძველი ეგვიპტის სამარხებში აღმოჩენილია ხომალდების დამსხვრევის შემდეგ ნაპირზე გამორიყული და ქვიშაში ჩაფლული ცვილი, რომელსაც შენარჩუნებული ჰქონდა პირვანდელი თვისებები. ბელორუსიაში აღმოჩენილა 3000 წლის წინანდელი ცვილი, რომელსაც შენარჩუნებული ჰქონდა დამახასიათებელი თვისებები და ვარგისიანობა.

ცვილის შემადგენლობაში რთული ეთერები 75%-მდეა, თავისუფალი ცხიმოვანი მჟავები – 13-15%, ნახშირწყლები – 12-15%, წყალი – 0,1%-დან 2,5%-მდე, კაროტინოიდენი – 12,8 მილიგრამი 100 გრამ ცვილში და მრავალი სხვა.

ფუტკრის ცვილი სახალხო მეურნეობის მრავალი დარგისათვის მეტად საჭირო პროდუქტია. მისი ძირითადი ნაწილი (80%) მეფუტვრეობის დარგს ხმარდება ხელოვნური ფიჭის დასამზადებლად. დანარჩენი 20% მოიხმარება სახალხო მეურნეოხის სხვადასხვა დარგში, მათ შორის, მედიცინაში, კოსმეტიკაში, საეკლესიო რიტუალები კი წარმოუდგენელია ცვილისაგან დამზადებული სანთლის გარეშე.



წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები