ფხაკაძე ფრიდონ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ფრიდონ ფხაკაძე

ფხაკაძე ფრიდონ (ნუგზარ) − (1951 − 1997), პოეტი, დრამატურგი, პედაგოგი. დაიბადა სოფელ ოფშკვითში (წყალტუბო). 1968 წელს დაამთავრა ოფშკვითის საშუალო სკოლა, 1973 წელს − ქუთაისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი. მუშაობდა საქართველოს თეატრალური საზოგადოების ქუთაისის განყოფილების პასუხისმგებელ მდივნად, სკოლაში − ისტორიის მასწავლებლად. მისი ლექსები და ნარკვევები იბეჭდებოდა პრესაში, შეტანილია სხვადასხვა კრებულში („გზა მზისკენ მიდის”, 1980, „სადიდებელი, მამულო, შენი”, 1986, აფხაზეთში დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი წიგნი, 1994, „ქუთაისო ჩემო“, 2008 და სხვა). 1981 წელს გამოიცა ფრიდონ ფხაკაძის ლექსების პირველი კრებული „ოდოია“, 1986 წელს – „ჩიტი უსტვენს.“ მისი სცენარების მიხედვით განხორციელებულია რამდენიმე თეატრალური წარმოდგენა.



წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები