ქავთარაძე კალენიკე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ქავთარაძე კალენიკე გიორგის ძე - (1888, შორაპ-ნის მაზრ. - ?) - სოციალ-დემოკრატი (ალიონელი). საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს (პარლამენტის) წევრი. პედაგოგი.

სარჩევი

ბიოგრაფია

უმაღლესი განათლება რუსეთში მიიღო. ადრეული ასაკიდან შეუერთდა სოციალ-დემოკრატიული პარტიის მენშევიკურ ფრთას. იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი.

1917 წლის რუსეთის თებერვლის რევოლუციის შემდეგ შედიოდა სოციალ-დემოკრატიული პარტიის ნაციონალისტურ ფრაქციაში. სა- განმანათლებლო საქმის შესახებ აქვეყნებდა სტატიებს ფრაქციის გაზეთ „ალიონში“. 1918 წელს ალიონის ფრაქციის სახელით შეყვანილ იქნა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნულ საბჭოში. იყო ეროვნული საბჭოს ალიონის ფრაქციის მდივანი. შედიოდა პარლამენტის განათლების, სამანდატო და საარჩევნო კომისიების შემადგენლობაში. 1919 წელს ალიონის ფრაქცია სოციალ-დემოკრატიულ პარტიას სრულად შეუერთდა. 1919-1921 წლებში აგრძელებდა პედაგოგიურ საქმიანობას და მუშაობდა განათლების სამინისტროში.

სხვა ბიოგრაფიული მონაცემები არ იძებნება.

ირაკლი ირემაძე

ლიტერატურა

სცსა, ფ. 1836, აღწ. 1, საქ. 109, 119, 127.

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

იხილე აგრეთვე

კალენიკე გიორგის ძე ქავთარაძე

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები