ქალის შარვალი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ქალის შარვალი − აჭარელი ქალის ქვედა სამოსი, ტრადიციული ჩაცმულობის აუცილებელი ელემენტი. ქალის შარვალი კაბის ქვეშ ჩასაცმელი იყო.

იგი საოჯახო წესით ნამზადი სელის და კანაფის ქსოვილისაგან იკერებოდა ფაბრიკული ნაწარმის შემოსვლის შემდეგ შესაკერ მასალად ჩითი, მიტკალი, ყუმაში და ყანაოზი გამოიყენებოდა. ყუმაშისა და ყანაოზის ქსოვილებისაგან დამზადებული შარვალი წარჩინებული პირებისათვის, აგრეთვე, საქორწინო და სადღესასწაულო დღეებისათვის ითვალისწინებოდა.

ხმარებაში იყო ჭრელი ქსოვილისგან დამზადებული ქალის შარვალი, თუმცა უმეტესად თეთრი და წითელი ფერები ჭარბობდა. საერთოდ კი, იმის გამო რომ შარვლის ბოლოები მოძრაობის დროს კაბიდან მოჩანდა, მუხლს ქვემოთ ძვირფას ქსოვილს გადააკრავდნენ ხოლმე. ახასიათებდა გრძელი და ფართე ტოტები - სათავე, საპირე და სარჩული. შარვლის ტარება აჭარელის ქალის ძველებურ და აუცილებელ წესს წარმოადგენდა. მას ახალგაზრდაც იყენებდა და მოხუციც.




ლიტერატურა

სამსონია, 2005.

წყარო

ქართველი ხალხის ეთნოლოგიური ლექსიკონი აჭარა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები