ქანაანელები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ქანაანელები – ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროს გასწვრივ მდებარე პატარა სახელმწიფოებში ქანაანელები ცხოვრობდნენ. ქანაანელები მდიდარი ვაჭრები იყვნენ და დიდი რაოდენობით საქონელს ყიდდენ. ისინი შესანიშნავი ხელოსნებიც იყვნენ. სიმდიდრის გამო ქანაანელებს უამრავი მტერი ჰყავდათ, რომლებსაც მათი სიმდიდრე და მიწა სურდათ. ძვ.წ. 1550 წელს ქანაანი ეგვიპტემ დაიპყრო და დაახლოებით 300 წელი მართავდა. ქანაანელები ცნობილები იყვნენ ნაოსნობით და ძლიერი ფლოტი ჰყავდათ, რომელსაც შემდეგ მათი დამპყრობლები იყენებდნენ. განსაკუთრებით ძლიერი ფლოტი შექმნეს ჩრდილოეთ ქანაანში მცხოვრებმა ტომებმა, რომელთაც ბერძნებმა ფინიკიელები უწოდეს (ფინიკიოს ბერძნულად მეწამულს ნიშნავს, ფინიკიელები მეწამულ საღებავს ამზადებდნენ და ქსოვილებს ღებავდნენ, მეწამული ქსოვილი ძვირი ღირდა, ამიტომ მეწამული საღებავის საიდუმლოს ფინიკიელებისთვის დიდი სიმდიდრე მოჰქონდა).

ებრაელებმა ქანაანს დაახლოებით ძვ.წ. 1250 წელს მიაღწიეს მოსესა და იესო ნავეს ძის მეთაურობით და ნელ-ნელა ყველა ქანაანური სახელმწიფო დაიპყრეს (ამ დროისათვის ქანაანი ეგვიპტეს აღარ ეკუთვნოდა). ებრაელებს არ გასჭირვებიათ ქანაანის დაპყრობა, რადგან ქანაანელებს ერთიანი სახელმწიფო არ ჰქონდათ და რამდენიმე ტომად იყვნენ დაშლილები.

ბიბლიური გენეოლოგიის მიხედვით ქანაანი ნოეს ვაჟის, ქამის უმცროსი შვილი იყო, ქუშის, მიცრაიმის და პუტის ძმა. ბიბლიის მიხედვით ნოემ ქამი დაწყევლა, რომ მისი შთამომავლები (ქანაანელები) თავისი ძმების შთამომავლების მორჩილები იქნებოდნენ (სემის და იაფეტის).

ბიბლიაში ქანაანი წარმოადგენს ტერიტორიას, რომელზეც რამდენიმე ქანაანური ტომი სახლობს (ფერიზელები, იებუსეველები, გირგაშველები და ა.შ), მათ შორის თვლიან ფინიკიელებსაც. ებრაელებს სძულდათ ქანაანელები, რადგან ისინი კერპთაყვანისმცემლები იყვნენ და ერთ ღმერთს არ აღიარებდნენ. ებრაელს აკრძალული ჰქონდა ქანაანელთან დანათესავება. ბიბლიური პატრიარქები, აბრაამი და ისააკი ბიბლიის მიხედვით თავიანთ შვილებს უკრძალავდნენ ქანაანელებთან დანათესავებას.


წყარო

ბიბლიის სამხედრო ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები