ქანთარია ალექსანდრე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ალექსანდრე ქანთარია

ალექსანდრე ქანთარია – დაიბადა 1959 წლის 7 ოქტომბერს თელავში. — რეჟისორი, პოლიტიკოსი. სხვადასხვა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, დამდგმელი რეჟისორი. საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე.

განათლებათბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის დრამის სარეჟისორო ფაკულტეტი (1981).

სამუშაო გამოცდილება

  • საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის კათედრის ასისტენტი (1981-1982)
  • თელავის სახელმწიფო თეატრის მთავარი რეჟისორი (1982-1988)
  • ახმეტელის სახელობის თბილისის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი (1988-1996)
  • საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო ინსტიტუტის მასწავლებელი, პროფესორი, სრული პროფესორის თანამდებობებზე (1992-)
  • თელავის სახელმწიფო თეატრის ხელმძღვანელი (1997-2001)
  • მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი (2012-2016): მაჟორიტარი, №5 ისნის საარჩევნო ოლქი, პოლიტიკური ბლოკი „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება“, განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე.
  • მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი 2016 წლიდან: პარტიული სიით, პოლიტიკური ბლოკი „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“, ფრაქცია „ქართული ოცნება“ - წევრი, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე.

პრემიები

  • საქართველოს სახელმწიფო პრემია (01-01-1983)
  • საქართველოს სახელმწიფო პრემია (01-01-1995)


წყარო

საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015

რესურსები ინტერნეტში

საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები