ქართველთა დასავლეთის ლაშქრობა 1204

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ქართველთა დასავლეთის ლაშქრობა 1204 - ლაშქრობა ბიზანტიაში, XII საუკუნის ბოლოს და XIII საუკუნის დასაწყისში.

ბიზანტიის იმპერიაში დაძაბული შიდა ბრძოლა მიმდინარეობდა, რაც იმის საშიშროებას ქმნიდა, რომ კონსტანტინოპოლის მოშორებით მდებარე და საქართველოს მოსაზღვრე სამხრეთ შავიზღვისპირეთის ტერიტორიები (მთავარი ქალაქი ტრაპიზონი) თურქ-სელჩუკებს ჩაუვარდებოდა ხელში. ვითარება დაიძაბა 1204 წლისათვის, როდესაც კონსტანტინოპოლს ჯვაროსნები მიადგნენ. მათ 13 აპრილს აიღეს ქალაქი და ხელთ იგდეს იმპერიის ცენტრალური პროვინციები. ამ დროისათვის ქართული ლაშქარი (მემარჯვენე სადროშოს ძალები – „აფხაზნი და იმერნი”) უკვე ტრაპიზონისკენ მიემართებოდა.

გალაშქრების ოფიციალურ საბაბად ქართულმა მხარემ გამოაცხადა იმპერატორ ალექსი V-ის მიერ ქართველი ბერების გაძარცვა, რომლებსაც უცხოეთში ქართული სავანეებისათვის თამარ მეფის მიერ შეწირული ფულადი თანხა მიჰქონდათ (1204 წლის დასაწყისში).

1204 წლის აპრილში ქართველებმა ტრაპიზონი დაიკავეს, შემდეგ აიღეს ქალაქები კერასუნტი, ლიმანა, სინოპი, ამასტრიდა და სხვა. ქართულმა ჯარმა მიაღწია ქ. ჰერაკლეას (ახლანდ. ერეგლი), რომელიც მცირე აზიის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მდებარეობს. დაპყრობილ ტერიტორიებზე თამარმა ცალკე სამეფო – ტრაპიზონის იმპერია – შექმნა, რომლის სათავეში თავისი ნათესავი, წარმოშობით ბერძენი უფლისწული და საქართველოში გაზრდილი ალექსი კომნენოსი დასვა.

წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები