ქარქაში

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქარქაში


ქარქაში - წარმოადგენს - დანის, ხანჯლის, ხმლის და მათი მსგავსი ცივი იარაღის ჩასადებელს (ბუდეს). ქარქაშების დასამზადებლად, სიმსუბუქის გამო, ძირითადად ხის მასალას იყენებდნენ. იღებდნენ ხის ორ ნაჭერს და ცივი იარაღის პირის შესაბამისად მონიშნავდნენ და ამოკვეთავდნენ, შემდეგ გადააკრავდნენ ტყავს, ხავერდს ან ლითონს. ქარქაშები ლითონის სალტეებითა და ბუნიკით ირთვებოდა. მასალის ორგანული წარმოშობილობის გამო არქეოლოგიური ქარქაშები შემორჩენილი არაა, ხოლო გვიანფეოდალური ხანის საბრძოლო იარაღის ეს უცილობელი ატრიბუტი მრავლადაა შემორჩენილი.

მ.ქ.


წყარო

ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები