ქარცივაძე მელიტონ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქარცივაძე მელიტონ

ქარცივაძე მელიტონ (ოსმან ბეი) - ქართველი პოლიტიკოსი, საქართველოს დამოუკიდებლობის იდეისთვის აქტიური მებრძოლი. საზღვარგარეთ მოქმედი ორგანიზაციის „საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის“ წევრი.

სარჩევი

ბიოგრაფია

რამდენიმე წელი კონსტანტინოპოლში ცხოვრობდა. იგი სარწმუნოებით მაჰმადიანი ქართველი იყო. თანამედროვენი მას ახასიათებენ, როგორც პატიოსან, თავმდაბალ და მეგობრულ ადამიანს. იგი იძულებული გახდა ოსმალეთში გახიზნულიყო, რადგან ბათუმის ფოსტის ექსპროპრიაციისთვის მთავრობას პასუხისგებაში ჰყავდა მიცემული. მიხაკო წერეთელთან ერთად პირველი წყალქვეშა ნავით საქართველოში ჩამოვიდა. საქართველოს განმათავისუფლებელი კომიტეტის წევრები (1914-1918 წწ.) საქართველოს დამოუკიდებლობის აღსადგენად აქტიურად იბრძოდნენ. ქართული ლეგიონის მიზნებსა და საქართველოს დამოუკიდებლობის მხარდაჭერას იზიარებდა გერმანიის კონსული ოსმალეთში ოტო ფონ ლოსოვი, რომელმაც პრაქტიკულად ხელი შეუწყო საქართველოს დამოუკიდებლობის იდეის მომწიფებას. მიუხედავად იმისა, რომ ლეგიონი დამოუკიდებლობის აღდგენამდე დაიშალა, გერმანელები მაინც არ წყვეტდნენ საქართველოს მხარდაჭერას: კრესენშტაინის მეთაურობით საქართველოში შემოვიდა გერმანიის სამხედრო დანაყოფი, რომელმაც ხელი შეუწყო საქართველოს სახელმწიფოებრიობის განმტკიცებას, ლეგიონის ყოფილი წევრების მიერ საქართველოს რეგულარული არმიის ხელშეწყობასა და ინსტიტუციების განვითარებას.

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენისა და განმტკიცების შემდგომ, 1918 წლის ივლისში, საქართველოს განმათავისუფლებელი კომიტეტი დაიშალა, ხოლო მისმა წევრებმა საქართველოს ახლად დაბადებულ სახელმწიფოში განაგრძეს მოღვაწეობა. საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ (1918 წლის 26 მაისი) ქართული სახელმწიფოს მშენებელთა რიგებში ჩადგა. ანგორაში მუსტაფა ქემალ ათათურქის მთავრობასთან საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დიპლომატიური კორპუსის წევრი იყო. მას, ზია-ბეგ აბაშიძესთან, ერთად სამხედრო ატაშეს პოსტი ეკავა.

ლელა სარალიძე

ლიტერატურა

  • სცსა, ფ. 1861, აღწ. 3, საქ. 230;
  • დ. შალიკაშვილი, დღიურები, ვ. ნოზაძის თარგმანი, ჟურ. „კავკასიონი“, XVI-XVII, პარიზი, 1972/1973;
  • გ. შარაძე, ქართული ემიგრანტული ჟურნალისტიკის ისტორია, ტომი IV, თბ., 2003.

იხილე აგრეთვე

ბიოგრაფიული ლექსიკონი

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები